საწრეო მუშაობის გეგმა წრის დასახელება : “ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ზოგადი განათლების მიღების პროცესში“ სკოლა : ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა სამიზნე ჯგუფი : V კლასის მოსწავლეები მასწავლებელი : ნანი კვარაცხელია სასწავლო წელი : 2019 სასწ . წელი ( 1 სემესტრი) საწრეო მუშაობის მიზანი : Ø მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება ; Ø შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება ; Ø ისტის გამოყენების დადებითი მხარეების გააზრება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში; Ø საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით. საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს. სასწავლო რესურსად გამოვიყენებ კომპიუტერებს, პროექტორ...